რა გახდა გახარიას გადადგომის მთავარი მიზეზი - ყოფილი პრემიერი ხელს პირდაპირ ივანიშვილს ადებს

08.12.23 11:22
რა გახდა გახარიას გადადგომის მთავარი მიზეზი - ყოფილი პრემიერი ხელს პირდაპირ ივანიშვილს ადებს

გიორგი გახარია საკუთარ იუთუბ არხზე გამოქვეყნებულ ინტევრიუში აცხადებს, რომ მისი გადადგომის მთავარი მიზეზი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დარჩენა გახდა.

ყოფილი პრემიერის თქმით, ის ამჩნევდა, რომ ბიძინა ივანიშვილს ჩრდილიდან სურდა პროცესების მართვა და სწორედ ამიტომ საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თანამდებობა დაეტოვებინა. 

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი ასევე ამბობს, რომ "ოცნებამ" და ივანიშვილმა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისას ფსონი ოკუპანტ ქვეყანაზე დადო და სწორედ აქედან გამომდინარეობს ანტიდასავლური პოლიტიკა.

თუმცა, მმართველი გუნდის საგარეო პოლიტიკის დახასიათებისას, გახარია არ იყენებს ტერმინს - პრორუსულ ხელისუფლებას და ამბობს, რომ "ოცნება" არც პრორუსია, არც პროევროპელი და არც პროქართველია.

ყოფილი პრემიერის თქმით, "ოცნება" პროთავისია.

ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო ის, როდესაც მე გავიაზრე, რომ ამ ადამიანმა ძალაუფლების შენარჩუნება დააყენა უფრო მაღლა, ვიდრე ამ დიდი საჩუქარის გაკეთება ქართველი ხალხისთვის. ეს იყო ყველაზე დიდი იმედგაცრუება და არგუმენტი გადადგომისა. როდესაც ივანიშვილმა გაანცხადა, რომ მიდის პოლიტიკას და ეს იყო გარკვეული შეთანხმება ჩემსა და მას შორის, ეს იყო ოფიციალური განცხადება, რომელიც მან ქართულ საზოგადოებას, ისევე როგორც საერტაშორისო საზოგადოებას განუცხადა, სულ რამდენიმე კვირაში ნათელი გახდა, რომ ეს ნაბიჯი გადადგმული იყო არა პოლიტიკიდან წასასვლელად, არამედ პოლიტიკაში დასარჩენად. ივანიშვილმა დაუშვა სტრატეგიული შეცდომა, როდესაც ღიად და გაუაზრებლად ფსონი დადო რუსეთის სრულ გამარჯვებაზე. "ოცნება" არ არის პრორუსი, ისევე როგორც არ არის პროევროპელი, არც პროჩინელია, სამწუხაროდ, არც პროქართველია, "ოცნება" პროთავისია და ისა რის იმ მდგომარეობაში, რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს თავი შესაძლებლობით, რომ მეტი კორუფციული ფული აკეთონ. ეს არის დღეს "ოცნება",- ამბობს გახარია

მსგავსი სიახლეები