ევროკავშირის გიგანტური დროშა რესპუბლიკის მოედანზე - ევროპულ მარშამდე 1 დღე რჩება

08.12.23 11:37
ევროკავშირის გიგანტური დროშა რესპუბლიკის მოედანზე -  ევროპულ მარშამდე 1 დღე რჩება

ევროპულ მარშამდე  24 საათია დარჩენილი. ხვალ, ზუსტად 14:00 საათზე, დედაქალაქის ცენტრში მასშტაბური მსვლელობა გაიმართება. სპეციალურად ამ დღისთვის იქმნება ევროკავშირის გიგანტური დროშა. ასეთი დროშა, ჯერ არასდროს არცერთ შეკრებაზე არ გაუშლიათ.

აქციას ერთადერთი სიმბოლური დატვირთვა ექნება - ქართველებმა ევროპელებს საკუთარი ხმა უნდა გააგონონ და უთხრან, რომ საქართველო ევროპულ მომავალს იმსახურებს. ხალხის გვერდით იდგება პრეზიდენტიც, თუმცა არა მთავრობა.

ევროკავსშირის 12 ვარსკვლავი არასამთავრობო ორგანიზაციებმა სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოიტანეს. აღსანიშნავია, რომ მე-12 ვარსკვლავი აფხაზეთიდან ჩამოვა. 

მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი რაფიელ კაკაბაძე დარწმუნებულია, რომ ხვალინდელ აქციაზე უამრავი ადამიანი მივა და ქვეყნის ევროინტეგრაციას მხარს კიევ ერთხელ დაუჭერს. 

ხვალინდელი შეკრება კიდევ ერთხელ დაადასტურებს ქართელი ხალხის ურყევ ნებას, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა და მანამ, სანამ  მომდევნო კვირის ბოლოს ევროპული საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, გვინდა, ჩენს დასავლელ პარტნიორებს კიდევ ერთხელ გავაგონოთ ქართველი ხალხის ხმა, რომ საქართველო მხარს უჭერს ქვეყნის ევროინტეგრაციას. შესაბამისად, ხვალ 14:00 საათზე პრიველი რესპუბლიკის მოედანზე, მოლოდინი გვაქვს, რომ უამრავი ადამიანი შეიკრიბება და მსხვლელობით გაემართება ევროპის მოედნისკენ, სადაც უკვე ეს დროშა, რომელზეცს აუბრობდიტ და რომლის მომზადებაც ამ წუთებშიც მიდის, საბოლოოდ გაიშლება, - ამბობს რაფიელ კაკაბაძე. 

 

მსგავსი სიახლეები