საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება ძალოვან უწყებებზე - "ლელო" მესამე სექტორს ხვდება

08.12.23 11:52
საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება ძალოვან უწყებებზე - "ლელო" მესამე სექტორს ხვდება

პარტია "ლელო" საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებას ითხოვს. ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდი ფიქრობს, რომ ევროკომისიის მეხუთე დათქმის შესრულება დღესვე უნდა დაიწყოს. ამ პუნქტის თანახმად ძალოვან უწყებებზე ზედამხედველობის გამკაცრება და კონტროლია საჭირო.

ამ წუთებში "ლელოს" ლიდერები ამ საკითხის შესახებ ოპოზიციას და მესამე სექტორს ხვდებიან.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შეხვედრაზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც მიიწვიეს, თუმცა მმართველი გუნდის არცერთი დეპუტატი იქ არ მისულა. 

ყველა ხელისუფლების პირობებში, ფაქტობრივად, ადგილი ჰქონდა ძალოვანი უწყებების მხრიდან საკუთარი უფლებების ბოროტად გამოყენებას, მოქალაქეების უფლებების დარღვევას და არცერთმა ხელისუფლებამ ამას ადეკვატური პასუხი არ გასცა. მთავარი რეფორმა, რომელიც უნდა გატარდეს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ეს არის სწორედ დემოკრატიული კონტროლის მექანიზმების გაძლიერება ძალოვან უწყებებზე და ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ამ მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული შესაბამისი ხედვები, - ამბობს სალომე სამადაშვილი. 

 

მსგავსი სიახლეები