არცერთი წამით არ ვფიქრობ, რომ კანდიდატის სტატუსი არის იმ ტიპის ინსტრუმენტი, რაიმე ტიპის თემში განწყობებს შეცვლის საქართველოს მიმართ - მათითაიშვილი

21.12.23 21:52
არცერთი წამით არ ვფიქრობ, რომ კანდიდატის სტატუსი არის იმ ტიპის ინსტრუმენტი, რაიმე ტიპის თემში განწყობებს შეცვლის საქართველოს მიმართ - მათითაიშვილი

„ცხადია, არცერთი წამით არ ვფიქრობ, რომ კანდიდატის სტატუსი არის იმ ტიპის ინსტრუმენტი რომელიც ადგილზე, რაიმე ტიპის თემში განწყობებს შეცვლის საქართველოს მიმართ,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ „ევროპული საქართველოს“ წევრი ვასილ მათითაიშვილი აკეთებს.

ვასილ მათითაიშვილის თქმით, საქართველოს მიზანი ევროკავშირის წევრობა უნდა იყოს, რის შემდეგაც ექნება შესაძლებლობა საერთაშორისო მოკავშირეების დახმარებით შეეცადოს რუსეთთან კონფლიქტის მოგვარებას.

პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს არაფრის გარანტია არ არის, ეს არის ინსტრუმენტი და ამ ინსტრუმენტით შევძლებთ შემდგომ, რომ რეალური შედეგები მივიღოთ იმ შემთხვევაში თუ რეალურად პროდასავლური ხელისუფლება გვეყოლება, რომელიც არ გვყავს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი პასუხი უნდა იყოს ქართული სახელმწიფოს გაძლიერება და ეს გზა გადის ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციაზე, ოღონდ ეს არ არის ჩვენი ამოცანა იმიტომ, რომ ადგილზე აფხაზეთში ვინმეს რამეზე განწყობები შეეცვალოს, ეს არის ჩვენი ამოცანა იმისთვის, რომ გაძლიერდეს ქართული სახელმწიფო, მას ჰყავდეს საერთაშორისო მოკავშირეები, რომლებიც მას მხარს დაუჭერენ რუსეთთან კონფლიქტის მოგვარების პროცესში,“ - ამბობს ვასილ მათითაიშვილი.