ანა ბუჩუკური მთავრობის ადმინისტრაციისგან კოვიდ 19-ის მართვაზე ჩატარებული კვლევის გასაჯაროებას ითხოვს

21.06.21 16:55
ანა ბუჩუკური მთავრობის ადმინისტრაციისგან კოვიდ 19-ის მართვაზე ჩატარებული კვლევის გასაჯაროებას ითხოვს

პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ანა ბუჩუკური, მთავრობის  ადმინისტრაციისგან კოვიდ 19-ის მართვასა და გავლენაზე ჩატარებული კვლევის გასაჯაროებას ითხოვს. ბუჩუკურის თქმით, კვლევის შედეგები მან უკვე გამოითხოვა მთავრობის ადმინისტრაციიდან, თუმცა პასუხი ჯერჯერობით არ მიუღია.

საპარლამენტო მანდატის ფარგლებში მე ვთხოვე ბატონ პრემიერ-მინისტრს, რომ მოეწოდებინა ჩემთვის ეს კვლევა. სამწუხაროდ, პასუხი მისგან არ მაქვს, თუმცა იცით, რომ ამ კვირაში ის მოდის პარლამენტში და შესაბამისად, ამ კითხვას ლაივშიც დავუსვამ. კვლევის მიზანი იყო, რომ ყველას ერთად დაგვენახა, სად გვქონდა ჩავარდნები და მერე ჩვენივე შეცდომებზე გვესწავლა. ეს შედეგები მე ჯერ არ მინახავს ჯერჯერობით, თუმცა იმედი მაქვს, რომ გამოქვეყნდება", - ამბობს ანა ბუჩუკური. 

 

მსგავსი სიახლეები