"ოცნება" პირდაპირ არ ამბობს, რომ 9 დათქმის შესრულებას არ აპირებს და ეს "ხალხის ძალას" გაახმოვანებინა - სერგო ჩიხლაძე
"ოცნება" პირდაპირ ამბობს, რომ 9 დათქმის შესრულებას არ აპირებს და ეს "ხალხის ძალას" გაახმოვანებინა, - ასე აფასებს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგი ჩიხლაძე ივანიშილის დანაყოფის მიერ გავრცელებულ განცხადებას.
ამასთან, ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ ხელისუფლებას ეს არ გამოუვა, რადგან 2024 წლისთვის ისინი მარცხისთვის არიან განწირულები.
"ქართული ოცნება" პირდაპირ არ ამბობს, რომ 9 დათქმას არ შეასრულებს და გამოუშვა ახლა "ხალხის ძალა" ამის გასაჟღერებლად და მსოახლეობის შესაგუებლად, მაგრამ არაფერი უშველით მათ. 2024 წელს დასრულდება "ქართული ოცნების" მმართელობა, - ამბობს სერგო ჩხილაძე.
"ხალხის ძალამ" მორიგი განცხადება გაავრცელა, სადაც თქვა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება სწორედ მათი დამსახურებაა. ამასთან, იგივე განცხადებაში წერენ, რომ გახსნილ კარს აზრი არ აქვს, რადგან მათი მტკიცებით, საქართველოს ევროინტეგრაცია დროში გაიწელება.