"გახარიას შეეშინდა, რომ "ნაცობას" შეტენიდნენ" - რაქვიაშვილი
"გახარიას შეეშინდა, რომ "ნაცობას" შეტენიდნენ" - ასე ეხმაურება "გირჩის" წევრი სანდრო რაქვიაშვილი პარტია "საქართველოსთვის" მოთხოვცნას მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნებასთან დაკავშირებით.
რაქვიაშვილის თქმით, არავინ სერიოზულად არ ნერვიულობს გახარიას პარტიაში მიხეილ სააკაშვილი "ვივა მედში" იქნება თუ ციხეში.
მემგონი, გახარიას გუნდს უბრალოდ შეეშინდა, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" სხვადასხვა შეთანხმებების გამო გახარიას "ნაცობას" შეტენიდნენ და შეეცადნენ, რომ მაქსიმალურად "ანტინაცური" რამე გაეკეთებინათ. ამიტომ რა უნდა თქვა ისეთი, რომ "ოცნებაზე" "ქოცური" პოზიცია დაიკავო. მემგონი, ამის იქით არაფერი არ დგას, არავინ სერიოზულად არ ნერვიულობს გახარიას პარტიაში მიხეილ სააკაშვილი "ვივა მედში" იქნება თუ ციხეში", - ამბობს რაქვიაშვილი.