გორის მერია საჯარო მოხელეებს ხელფასებს უზრდის - ხინჩეგაშვილის ანაზღაურება კი 2024 წლიდან 6 655 ლარი იქნება

22.12.23 12:25
გორის მერია საჯარო მოხელეებს ხელფასებს უზრდის - ხინჩეგაშვილის ანაზღაურება კი 2024 წლიდან 6 655 ლარი იქნება

გორის მერია დაქირავებულ საჯარო მოხელეებს ხელფასებს 10 პროცენტით გაუზრდის. თავად გორის მერის ანაზღაურება კი 2024 წლიდან 6 655 ლარი იქნება.

საარჩევნო წელიწადში, ლადო ხინჩეგაშვილის უწყება გეგმავს თანამშრომლები წაახალისოს და მათ გულის მოგებას ფინანსური წახალისების გზებით ცდილობენ. დღეს გორის საკრებულოში 2024 წლის ბიუჯეტი უნდა განიხილონ. ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ბევრი წერია წახალისებებსა და მომატებულ ხელფასებეზე, თუმცა თითქმის არაფერი ხალხის საჭიროებებზე. ოპოზიცია მოითხოვს თანხები პირველკასელთა უფასო კვებისთვის და გაჭირვებული ხალხისთის გამოიყოს. პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ უფრო მეტი უნდა იხარჯებოდეს სოციალური საჭიროებებისთვის. 

გორის მერიამ ამჯერადა არ გაითვალისწინეა გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა. არ გაითვალისწინა ჩვენი ფრაქციის ინიციატივები და შენიშვნები, რომლებიც ძალიან ბევრი გვქონდა მოსახლეობის პრობლემებიდან გამომდინარე, სამაგიეროდ 2024 წლის ბიუჯეტი "ქართულმა ოცნებამ" საკუთარ კეთილდღეობაზე მოირგო, ასევე ხელფასებისა და პრემია-დანამატების ზრდაზე. გაჭირვებული მოსახლეობისგან განსხვავებით, წელს ახალ წელს ბედნიერად შეხვდებიან გორის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, მერიის მაღალჩინოსნები და საჯარო მოხელეები გაზრდილი ხელფასებით და პრემია დანამატების ხარჯზე", - ამბობს ფრაქცია "ენმ"-ს წევრი საკრებულოდან ქეთევან გოგიაშვილი.