იენს სტოლტენბერგი: ვლადიმერ პუტინმა სამუდამოდ დაკარგა უკრაინა, ეს არის რუსეთის უდიდესი სტრატეგიული მარცხი

22.12.23 14:29
იენს სტოლტენბერგი: ვლადიმერ პუტინმა სამუდამოდ დაკარგა უკრაინა, ეს არის რუსეთის უდიდესი სტრატეგიული მარცხი

"ვლადიმერ პუტინმა სამუდამოდ დაკარგა უკრაინა, ეს არის რუსეთის უდიდესი სტრატეგიული მარცხი", - ამ განცხადებას ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აკეთებს.

სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთი დიდი სამხედრო ძალისხმევის მიუხედავად, უკრაინის წინააღმდეგ ომის მიზნებს ვეღარ მიაღწევს.

პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანებით განხორციელებული შეჭრის მიზანი იყო, არ დაეშვათ უკრაინის ნატო-სა და ევროკავშირისკენ სვლა, მაგრამ შეჭრიდან თითქმის ორი წლის ომის შემდეგ, უკრაინა ნატო-სთან და ევროკავშირთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე”, - აღნიშნა სტოლტენბერგმა dpa-სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სტრატეგიული მარცხი განიცადა. სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ უკრაინა მიაღწევს თავის მიზანს და გახდება ნატო-ს წევრი.

პრეზიდენტმა პუტინმა სამუდამოდ დაკარგა უკრაინა. ეს არის რუსეთის უდიდესი სტრატეგიული მარცხი”, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.