ნამახვანჰესის დრამა ცოტა გაზვიადებულია - თურნავა

21.06.21 20:16
ნამახვანჰესის დრამა ცოტა გაზვიადებულია - თურნავა

„ნამახვანჰესის ისტორია, დრამა ცოტათი გაზვიადებულია და ქვეყანა ამ მდგომარეობამდე 30 წლის განმავლობაში დაგროვილმა მითებმა მოიტანა", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, BMG-სთან საუბარში თქვა. 

ნამახვანჰესის ისტორია, დრამა, ცოტათი გაზვიადებულია. დღევანდელი ვითარება მოიტანა 30 წლის განმავლობაში დაგროვილმა მითებმა, პრობლემებმა, როდესაც ენერგეტიკის დარგის და ქართული ენერგეტიკის მიმართ გარკვეული უნდობლობა გაჩნდა. ეს, ერთი შეხედვით, პარადოქსულია, რადგან ისეთი დარგი, რომლითაც საზრდოობს ქვეყნის ეკონომიკა, ენერგოდამოუკიდებლობა, ეკონომიკური დამოუკიდებლობა, სამწუხაროდ, გარკვეული უნდობლობის საგანი გახდა. დროთა განმავლობაში ხდება ამ მიდგომების გადაფასება", - ამბობს ეკონომიკის მინისტრი. 

შეგახსენებთ, ამ დროისთვის გუმათში რიონის მცველების პროტესტი გრძელდება. ხელისუფლებას და რიონის მცველებს შორის მოლაპარაკების პროცესი 13 ივნისს დაიწყო. ხელისუფლებამ რამდენიმე დღეში რიონის ხეობაში ბარიკადები აიღო, თუმცა, მოქალაქეებს ხეობაში გადაადგილება მაინც შეზღუდული აქვთ. 

 

მსგავსი სიახლეები