გაიხსნება თუ არა საზღვარგარეთ დამატებით საარჩევნო უბნები? - ოპოზიცია ამბობს, რომ "ოცნებას" ემიგრანტების ხმების ეშინია

22.12.23 17:34
გაიხსნება თუ არა საზღვარგარეთ დამატებით საარჩევნო უბნები? - ოპოზიცია ამბობს, რომ "ოცნებას" ემიგრანტების ხმების ეშინია

ეშინია თუ არა "ქართულ ოცნებას" ემიგრანტების ხმების - გაიხსნება თუ არა საზღვარგარეთ დამატებით საარჩევნო უბნები, ეს ამ დრომდე უცნობია. ცესკო პასუხისმგებლობას სრულად იხსნის და ხელს საგარეო საქმეთ სამინისტროსკენ იშვერს. არადა სწორედ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პასუხისმგებლობაა არჩევნების ჩატარება ისე უზრუნველყოს, რომ თითოეულმა ემიგრანტმა საზღვარგარეთ საკუთარი არჩევანი დააფიქსიროს.

ყოველ არჩევნებზე ასობით ათასი ემიგრანტი არჩევნებზე ხმას იმის გამო ვერ აძლევს, რომ ევროპის ქალაქებში დამატებითი საარჩევნო უბნები არ იხსნება. ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩვენებში ემიგრანტების მაქსიმალური ჩართულობა, "ოცნების" დასასრულს ნიშნავს

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე და „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი სიორიძე პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლებას ოპოზიციის უპირატესობის ეშინია და სწორედ ამიტომ არ აძლევს საზღვარგარეთ მქოფ ჩევსნ მოქალაქეებს შესაძლებლობას არჩევნებში მონაწილეობის.

ოპოზიციას გაცილებით უფრო დიდი უპირატესობა აქვს ხელისუფლებასთან შედარებით და ბუნებრივია, ხელისუფლებას აქვს შიში, შესაბამისად მას არ აქვს ნება, რომ უფრო მეტი უბანი გაიხსნას საზღვარგარეთ. საარჩევნო ადმინისტრაცია ქმნის საარჩევნო უბნებს მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რაც საარჩევნო ადმინისტრაციას გარკვეულწილად, "კომფორტულ" სიტუაციაში აყენებს. პრაქტიკულად, შეგვიძლია ვთქვათ, ემიგრაცია არ მონაწილეობს პოლიტიკური ნების ფორმირების პროცესში, არ მონაწილეობს არჩევნებში - აღნიშნა გიორგი სიორიძემ.

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-ის აღმასრულებელი დირექტორის, თენგო თევზაძის თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უდნა ითანამშრომლოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ქართველი ხალხის ინტერესს.

ცენტრალური სარჩევნო კომისია ხელს იშვერს საგარეო საქმეთა სამინისტროსკენ. ეს არ არის სწორი, ვინაიდან ცენტრალური საარჩევნო კომისია პასუხისმგებელია არჩევნების მომზადებაზე. რა თქმა უნდა, მან უნდა ითანამშრომლოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ქართველი ხალხის ინტერესს, მათ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ის ინფორმაცია, რომ თითქოს, საკონსულო აღრიცხვაზე გულისხმობს ავტომატურ დეპორტს, ან დააბრუნებენ საქართველოში, ეს ინფორმაცია მცდარია, ვინაიდან არ აქვთ და მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტრო არ წყვეტს  საქართველოს ფარგლებს მყოფი ადამიანების სხვა ქვეყნიდან უკან დაბრუნებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ ქალაქებში, სადაც არის საქართველოს მოქალაქეები კონცენტრირებული და  ქართული ემიგრაცია, გაიხსნას საარჩევნო უბნები, რათა შემდგომ უბნებზე მოახერხონ და მოახდინოს ამომრჩეველმა რეგისტრაცია", - აღნიშნა თენგო თევზაძემ.

"გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე ემიგრანტებისთვის საინფორმაციო კამპანიის საჭიროებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეებისთვის ამ პროცედურებს არ ატარებს.

ჩვენი პრეტენზია ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მდგომარეობს იმაში, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია უნდა აკეთებდეს იმავეს, რასაც ვაკეთებთ ჩვენ და ისინი არ აკეთებენ ამას. ეს გულისხმობს საინფორმაციო კამპანიას, ინფორმაციის მიწოდებას ემიგრანტებისთვის, რომ მათ აქვთ ამისი უფლება, ასეთი არის შესაბამისი პროცედურები და მათ შეუძლიათ, მოითხოვონ საარჩევნო უბნების გახსნა საზღვარგარეთ ახლომახლო, სადაც ისინი ცხოვრობენ. ისინი ამას არ აკეთებენ. დღევანდელ განცხადებაში წერენ, რომ მათ დაგეგმილი აქვთ, რაღაც სამოქმედო გეგმა აქვთ, რომ მომავალ წელს დაიწყებენ ამის კეთებას. რაც არის, ჩემი აზრით, პრობლემა. ეს უნდა დაწყებულიყო ადრე. ჩვენ მოვითხოვთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასაგებად, საჯაროდ, როგორც ეს გააკეთა ცესკომ უკვე ორჯერ, აგვიხსნას, რა პროცედურები არის გასავლელი იმისთვის, რომ უცხოეთის ქვეყნებში, სადაც არის მაღალი კონცენტრაცია საქართველოს მოქალაქეების, გაიხსნას საარჩევნო უბნები", - აღნიშნა ჯაფარიძემ.