"ოცნება" დიდ გადალაგებას იწყებს - დაესწრება თუ არა პარტიის ყრილობას ივანიშვილი?
ახალ წლამდე ერთი დღით ადრე "ქართული ოცნება" შიდა გადალაგებას იწყებს. 30 დეკემბერს მოულოდნელად მმართველი პარტის ყრილობა ჩაინიშნა და ისიც ვიწრო წრეში. 350-მა დელეგატმა პარტიაში შიდა ცვლილებები უნდა დაამტკიცოს. წინასწარ მხოლოდ ის ვიცით, რომ პოლიტსაბჭოს შემადგენლობიდან პარლამენტის ყოფილ თავამჯდომარეს კახა კუჭავას და ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს ეკა ტიკარაძეს უშვებენ.
საეჭვოა, რომ ჯერ პოლიტსაბჭო და შემდეგ ყრილობა პარტიიდან ისედაც წასული ხალხის ფორმალური ამორიცხვისთვის ახალი წლის წინა დღეს ჩაენიშნათ.
ახლა მთავარი ინტრიგააა, მივა თუ არა შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილი? "ჩვენ მხოლოდ მივესალმებით" - ასე პასუხობს კობახიძე "პირველების" კითხვას ივანიშვილის პოლტიკაში მესამედ შემობრუნებაზე.
ის, ვინც კარგად იცის, როგორ მიიღება მმართველ პარტიაში გადაწყვეტილებები, პირდაპირ ამბობს, რომ ახლა ნერვების ნამდვილი ომი მიდის. ყველას აინტერესებს საარჩევნო სიაში იქნება თუ არა, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ ივანიშვილს აქვს, რომელიც როგორც წესი, ბოლომდე ყველაფერს საიდუმლოდ ტოვებს.
კობახიძის მისი ხალხი ჰყავს გასაყვანი, ღარიბაშვილი საპარლამენტო სიაში მისიანების ჩასმას ითხოვს, ამიტომ ორი ირაკლის ტრადიციული შერკინება შესაძლოა, პარტიული ცვლილებების საფუძველი გახდეს.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.