ამზადებენ თუ არა სააკაშვილს საახალწლოდ ციხეში ეტაპირებისთვის?

22.12.23 20:07
ამზადებენ თუ არა სააკაშვილს საახალწლოდ ციხეში ეტაპირებისთვის?

 

 

ამზადებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს რუსთავის ციხეში ეტაპირებისთვის? -  ორი ბრიფინგი ორ დღეში ერთი მოთხოვნით. გიორგი გახარიას გუნდი პატიმარი პრეზიდენტის საკანში დაბრუნებას ითხოვს.

რას ემსახურება ექსპრემიერის შტურმი სააკაშვილზე? ფაქტია, რომ გახარიას დაჟინებული მოთხოვნა "ქართული ოცნებისთვის" მაშველი რგოლია. არ არის გამორიცხული, მესამე პრეზიდენტის ციხეში დაბრუნების  სპეცოპერაცია ახალი წლის დღეებში დაიგეგმოს. ასე იყო ორი წლის წინაც. 30 დეკემბერს სააკაშვილი გორის ჰოსპიტალიდან რუსთავში გადაიყვანეს. 

ორდღიან შტურმს პატიმარი პრეზიდენტი "ვივა-მედიდან" პასუხობს. "მე ახლაც ციხეში ვარ" - წერს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი. სააკაშვილმა ზუსტად იცის, რატომ ითხოვს ექსპრემიერის გუნდი მის საკანში დაბრუნებას. ამ მოთხოვნის ერთადერთი მიზანი საზოგადოებასთან კომუნიკაციის საშუალების შეზღუდვაა, თუმცა მიხეილ სააკაშვილი პირობას დებს, რომ ციხის გისოსები ხალხთან ურთიერთობის ბარიერი ვერ იქნება. სასამართლოზე მივა და იქ იტყვის სათქმელს.

ვრცლა ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.