არცერთი სიტყვა პრემიერსა და მაღალჩინოსნებზე - ანტიკორუფციული ბიუროს შეფმა წლიური ანგარიში წარადგინა

22.12.23 20:25
არცერთი სიტყვა პრემიერსა და მაღალჩინოსნებზე - ანტიკორუფციული ბიუროს შეფმა წლიური ანგარიში წარადგინა

 

 

ანტიკორუფციული ბიუროს შეფმა წლიური ანგარიში კორუფციაში ყველაზე ბევრჯერ მხილებულ მაღალჩინოსნებს ჩააბარა. რაჟდენ კუპრაშვილის ღონისძიებაზე წინა რიგებს კახა კალაძე და მინისტრები იკავებდნენ.

ვენეციის კომისიის უმწვავესი კრიტიკის შემდეგ, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს დღეს ჰქონდა შანსი, რომ ერთი ჩინოვნიკი მაინც დაესახელებინა, ვისი კორუფციული საქმეც გამოიძია. თუმცა უშედეგოდ.

არცერთი სიტყვა ღარიბაშვილის ქონებაზე და არცერთი სიტყვა რომელიმე მაღალჩინოსანზე.  ეს იყო ანგარიში ანგარიშისთვის. რაჟდენ კუპრაშვილმა მედიასთან გამოჩენაც კი  ვერ გაბედა.  ღონისძიება შენობის  პირველ სართულზე მიმდინარეობდა, ჟურნალისტები კი მეორეზე აუშვეს. როდესაც სიტყვით გამოსვლა დაასრულა, კუპრაშვილი შენობიდან გაიქცა. მისი მოხსენებდან კი მხოლოდ ის გავიგეთ, რომ ერთი წლის განმავლობაში 109 საჯარიმო ქვითარი აქვს გამოწერილი, მაგრამ ვის გამოუწერა და რატომ არ უთქვამს.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.