დიდი ხმაური გორის საკრებულოში - ჩინოვნიკები ხელფასებს იზრდიან
დიდი ხმაური გორის საკრებულოში - იმ დროს, როდესაც ხალხმა არ იცის საახალწლო სუფრაზე რა მიიტანოს, ჩინოვნიკები ხელფასებს იზრდიან. სოლიდური საახალწლო საჩუქარი საკუთარ თავს გორის მერიამ გაუკეთა.
"ქართული ოცნების" ამ ინიციატივას კი ოპოზიციის მწვავე პროტესტი მოჰყვა და სხდომაზე ვითარება რამდენჯერმე უკიდურესად დაიძაბა. წინააღმდეგობის მიუხედავად, გორის მოჭიდავე მერმა 2024 წლის ბიუჯეტი მაინც გაიტანა და უმრავლესობასაც დაამტკიცებინა. შესაბამისად, საჯარო მოხეელები ახალ წელს გაზრდილი ხელფასებით შეხვდებიან, ასეულობით სოციალური დაიცველი კი იმას უნდა დასჯერდეს, რასაც ჩინოვნიკები მათთვის საახალწლოდ გაიმეტებენ.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.