ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი პროტესტისთვის ემზადებიან - ჩავვარდება თუ არა პუტინის გეგმა?

22.12.23 20:41
ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი პროტესტისთვის ემზადებიან - ჩავვარდება თუ არა პუტინის გეგმა?

მზადება დიდი პროტესტისთვის - 28 დეკემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში ქუჩაში იდგება ყველა თაობის ადამიანი. ეს იქნება შანსი, რომ მოქალაქეებმა პუტინის გეგმა ჩააგდონ. ამ დღეს ე.წ პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების  ჩუქებაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, თუმცა დაგეგმილი სახალხო პროტესტის ფონზე, არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები.

ფაქტია, რომ კრემლი უკვე ერთი წელია ცდილობს, აგარაკები მიიტაცოს, თუმცა სახალხო პროტესტის გამო ეს ამ დრომდე ვერ შეძლო. ყველაზე მძიმე დღე ე.წ პრეზიდენტს ელოდება, რომელსაც ხალხის ძალისაც ეშინია და პუტინისაც.

ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.