ევროკავშირის დროშის დაწვა თბილისის მერიასთან - მარტინენკო და მახარაძე თავისუფლები არიან

23.12.23 09:50
ევროკავშირის დროშის დაწვა თბილისის მერიასთან - მარტინენკო და მახარაძე თავისუფლები არიან

თბილისის მერიასთან ევროკავშირის დროშის დაწვის გამო, „ალტ ინფოს“ ბაზაზე შექმნილი „კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერი ირაკლი მარტინენკო დააჯარიმეს, ხოლო ზურაბ მახარაძის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადმინისტრაციულად შედგენილი მასალები შეტანილი იქნება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

თბილისის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ, ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე, დაჯარიმებულია 1 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე 18 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო მეორე პირის მიმართ დაწყებულია ადმინისტრაციული საქმის წარმოება 174-ე 18 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც გულისხმობს იგივე ქმედების განმეორებით ჩადენას. ადმინისტრაციულად შედგენილი მასალები შეტანილი იქნება თბილისის საქალაქო სასამართლოში”, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

პრორუსმა რადიკალებმა თბილისის მერიაზე აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა ცოტა ხნის წინ გავრცელდა. კადრებში ჩანს, რომ დანაშაულს ზურა მახარაძე ჩადის, თუმცა მერიის დაცვა  წინააღმეგობას ფორმალურადაც კი არ უწევს.  

მსგავსი სიახლეები