შარტავას ქუჩაზე, სადაც ევროკავშირის დროშა დაწვეს, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
შარტავას ქუჩაზე, სადაც ცოტა ხნის წინ პრორუსმა რადიკალებმა ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სამართალდამცველები არ ამბობენ, სად არის ზურა მახარაძე, რომელიც ფაქტის ასმახველ ვიდეომასალაში ჩანს. ჯერჯერობით უცნობია, დაკავებულია თუ არა ის და მისი თანამზრახველი.
შეგახსენებთ, რომ პრორუსმა რადიკალებმა თბილისის მერიაზე აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა ცოტა ხნის წინ გავრცელდა. კადრებში ჩანს, რომ დანაშაულს ზურა მახარაძე ჩადის, თუმცა მერიის დაცვა წინააღმეგობას ფორმალურადაც კი არ უწევს.
დროშა, რომელიც ჩამოხსნეს, მერიის საკუთრებაა, ამიტომ, წესით, ახლა სახელმწიფო ქონების დაზიანების ფაქტზე ზურა მახარაძეს ბრალი უნდა წაუყენონ.
მსგავსი სიახლეები
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე პროფესიულ აკადემიებში მიღება დაიწყო
პროგრამის ფარგლებში, ბანკი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, 20-მდე პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში, 100%-იანი დაფინანსებით დაეუფლონ მათთვის საინტერესო პროფესიას და მიიღონ პრაქტიკული ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით.