ხმაური პარლამენტში - ბეჟან გუნავას მანდატურებმა იურიდიული კომიტეტის სხდომა დაატოვებინეს

22.06.21 00:08
ხმაური პარლამენტში - ბეჟან გუნავას მანდატურებმა იურიდიული კომიტეტის სხდომა დაატოვებინეს

ხმაური პარლამენტში - არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელს, ბეჟან გუნავას,  კომიტეტის სხდომა მანდატურებმა დაატოვებინეს.

სხდომაზე შელაპარაკება საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს მოჰყვა, რასაც გუნავა არ ეთანხმებოდა.

კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, ბეჟან გუნავას დამშვიდებისკენ რამდენჯერმე მოუწოდა და გააფრთხილა კიდეც, თუ არ დამშვიდდებოდა, სხდომას მანდატურები დაატოვებინებდნენ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ღამის 3 საათამდე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობდნენ.

 

მსგავსი სიახლეები