საზოგადოებრივ მაუწყებელს ინფლაციის გამო შენობის აშენების ხარჯი 21 მილიონით გაეზარდა

23.12.23 12:30
საზოგადოებრივ მაუწყებელს ინფლაციის გამო შენობის აშენების ხარჯი 21 მილიონით გაეზარდა

საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც ახალ შენობას აშენებს, ინფლაციის გამო ხარჯი ბოლო სამ წელში 21 მილიონი ლარით გაეზარდა - ეს ინფორმაცია სამეურვეო საბჭოს წევრებს მიაწოდა არხის დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა მიაწოდა. 

სამეურვეო საბჭოს შეხვედრასა და ბერძენიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

ბერძენიშვილის თქმით, მხოლოდ მშენებლობის ტენდერის ფასი თითქმის 4,4 მილიონი ლარით გაიზარდა, საინჟინრო მომსახურების ფასი - 12 მილიონი ლარით, ავეჯისა და ინვენტარის - 4,1 მილიონით. ის, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს 2021 წელს 112 მილიონ ლარამდე უჯდებოდა, 2024 წელს 133 მილიონი დაუჯდება.

რატომ გაძვირდა? იმიტომ რომ დაემთხვა პანდემია, იყო ინფლაცია და იყო ომი", - განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

არხის დირექტორი ამბობს, რომ ახალი შენობისთვის საჭირო 115 მილიონამდე ლარის მობილიზება სესხით, არსებული შენობის გაყიდვითა და გაზრდილი ბიუჯეტით უნდა მომხდარიყო.