გორში მაღაზიის ძარცვა სცადეს - დაკავებულია ერთი პირი

23.12.23 14:51
გორში მაღაზიის ძარცვა სცადეს - დაკავებულია ერთი პირი

გორში, სტალინის გამზირზე მდებარე მაღაზია ,,დეილიში" ერთი პირი შეიჭრა. ინფორმაციას რეგიონული გამოცემა Qartli.ge ავრცელებს

შემთხვევა დაახლოებით 01:00 საათზე მოხდა. სადღეღამისო მაღაზიაში სრულწლოვანი მამაკაცი ძარცვის მცდელობის მუხლით დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი თანხას ითხოვდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-178-ე მუხლით მიმდინარეობს.