მოლაპარაკებები ზუგდიდში - რა მიზნით იმყოფებოდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრი სამეგრელოში
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ზუგდიდში მოლაპარაკებები გამართა. არაღიარებული მთავრობის, ეგრედწოდებული ეკონომიკის მინისტრი სამეგრელოში საგანგებო მისიით ჩავიდა.
არსებული ცნობებით, კრისტინა ოზგანი დე ფაქტო რეჟიმის სახელით, ქართული მხარისგან მეტი ელექტროენერგიის მიწოდებას ითხოვს.
ამ ინფორმაციას მოძრაობა "აფხაზეთისთვის" აქვეყნებს. როგორც გაირკვა, მოლაპარაკებები ენგურჰესის ქართული ნაწილის ხელმძღვანელობასთან შედგა.