ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ელექტროენერგიის გაზრდას ითხოვს - რას ურჩევენ მთავრობას ექსპერტები

23.12.23 15:09
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ელექტროენერგიის გაზრდას ითხოვს - რას ურჩევენ მთავრობას ექსპერტები

მოლაპარაკებები ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდასთან დაკავშირებით - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრის საგანგებო ვიზიტს სამეგრელოში მოძრაობა "აფხაზეთისთვის" წევრები ეხმაურებიან.

არსებული ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწვდის გაზრდასთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად ზუგდიდში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრი იმყოფებოდა და მოლაპარაკებები ენგურჰესის ქართული ნაწილის ხელმძღვანელობასთან შედგა. "პირველების" კითხვებს ენგურჰესის დირექტორი ლევან მებონია არ პასუხობს. ასევე უცნობია, რა პასუხით გაუშვეს ე.წ. ეკონომიკის მინისტრი ოკუპირებულ სოხუმში.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი და როგორც აფხაზური ტელეგრამ არხები იუწყებიან, ზუგდიდში შედგა შეხვედრა აფხაზებისა და ჩვენი მთავრობის წარმომადგენლების მიერ, სადაც იყო განხილული ენერგორესურსების დახმარების საკითხი. როგორც ვიცით, ოკუპირებულ აფხაზეთში ენერგორესურსის პრობლემები არის, მათ გრაფიკებით მიეწოდება დენი და ისინი ითხოვენ ჩვენგან დახმარებას.
იმ ფონზე, როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთში ჩვენს თანამოქალაქეებს კლავენ, ჩვენთვის ეს მიუღებელი უნდა იყოს, ეს დახმარება, რომელსაც ჩვენ ვუწევთ,“ - ამბობს ნუკრი ნოდია.