მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა ექიმების ჯგუფთან ერთად, ალვანში, გიორგი ანწუხელიძის სახლში მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაცია გაუწია

23.12.23 15:12
მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა ექიმების ჯგუფთან ერთად, ალვანში, გიორგი ანწუხელიძის სახლში მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაცია გაუწია

 

 

 

მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ, ჰუმანიტარული მისიით ექიმების ჯგუფთან ერთად, გიორგი ანწუხელიძის სოფელში - ალვანში, მის სახლში მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაცია გაუწია.

დაპირებისამებრ, გრძელდება ჩვენი ჰუმანიტარული ინიციატივა. დღეს, ჩემთვის განსაკუთრებულად დიდი პატივია, რომ შესაძლებლობა მომეცა ექიმებთან ერთად მოვსულიყავი საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მშობლიურ სოფელში - ალვანში, მის სახლში, სადაც ჩვენი მოქალაქეები მიიღებენ უფასო სამედიცინო კონსულტაციას და ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ჩვენი მასპინძელი სწორედ ჩვენი ეროვნული გმირის - გიორგი ანწუხელიძის ოჯახია.” - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.