გვაქვს მარიონეტთა თეატრი... ქვეყანას ივანიშვილი „ოცნებასთან“ ერთად კი არა, სუს-თან ერთად მართავს - ფოფხაძე
"ახლა ჩვენ გვაქვს მარიონეტთა თეატრი, როდის ჩამოაჭრიან საცეცებს ამა თუ იმ თოჯინას და მოისვრიან კარაბას-ბარაბასის დიდ ჩემოდანში, არავისთვის ეს სიურპრიზი არ უნდა იყოს," - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი გედევან ფოფხაძე "ქართულ ოცნებაში" დანიშნულ პარტიულ ყრილობას.
გედევან ფოფხაძის შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველი მმართველი პარტიის რეალურ სახეს დაინახავს.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვის, ფოფხაძის თქმით, არაფორმალური მმართველი ქვეყანას არა პარტიის, არამედ სუს-ის დახმარებით მართავს.
არ გამოვრიცხავ იმას, რომ „ქართული ოცნების“ დეგრადაციის პროცესი წინასაარჩევნოდ მივიდეს იმ მდგომარეობამდე რომ ქართველი ხალხისთვის ყველა კითხვის ნიშანი ქართულ ოცნებასთან მიმართებაში მოიხსნას და მათ პლაკატებზე გამოსახული იყოს ის, რაც რეალურად „ქართული ოცნება“ არის - ვლადიმერ პუტინი, ეს იქნება ალბათ, ყველაზე უფრო ადეკვატური სიმბოლო „ქართული ოცნების“.
ქვეყანას ბიძინა ივანიშვილი „ქართულ ოცნებასთან“ ერთად კი არა, სუს-თან ერთად მართავს, ეს არის რეალური კონფიგურაცია.
ახლა ჩვენ გვაქვს მარიონეტთა თეატრი, როდის ჩამოაჭრიან საცეცებს ამა თუ იმ თოჯინას და მოისვრიან კარაბას-ბარაბასის დიდ ჩემოდანში, არავისთვის ეს სიურპრიზი არ უნდა იყოს,“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.