თბილისში მიღებული პრაქტიკაა, რომ ტენდერი არ ჩაატარონ და ისე დააკონტრაქტონ მილიონობით ლარი თანხები და ამაში დაიკარგოს ფული - ნადირაძე
გაზრდილი საახალწლო ხარჯები - ოპოზიცია გამარტივებული შესყიდვების გამო თბილისის მერს აკრიტიკებს. "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი თბილისის საკრებულოდან ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ თბილისში სხვა ევროპული ქვეყნების დედაქალაქებისგან განსხვავებით ყოველწლიურად გამარტივებული შესყიდვების გზით ხდება კონტრაქტების გაფორმება.
ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ახალი წლის აღნიშვნა და შესასყიდი საქონელი და მომსახურება ტენდერის მეშვეობით ტარდება და ფორმდება კონტრაქტები, მაგრამ თბილისში რატომღაც ყოველწლიურად მიღებული პრაქტიკაა, რომ ტენდერი არ ჩაატარონ და ისე დააკონტრაქტონ მილიონობით ლარი თანხები და ამაში დაიკარგოს ფული,“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.