ქართველი ხელოვანები აკრედიტაციის კომისიას მიმართავენ და კობალაძის წინააღმდეგ ახალი პლატფორმის გარეშემო გაერთიანდნენ
ქართველი ხელოვანები აკრედიტაციის კომისიას მიმართავენ. სამი საავტორო ასოციაცია ღირსეული ორგანიზაციის გამოვლენას ითხოვს.
პროტესტის რეჟიმში გადასული ადამაინები გიგა კობალაძეს ამ დრომდე კანონდარღევასა და იმიტირებული საერთო კრების ჩატარებაში ადანაშაულებენ.
საავტორო უფლებათა ასოციაციის წევრები გიგა კობალაძეს უნდობლობას უცხადებენ და ამტკიცებენ, რომ ის მხოლოდ მისთვის სასურველ ხელოვანებთან ერთად საუბრობს, სხვებს კი ბლოკავს. სამი ასოციაცია დღეს კობალაძის წინააღმდეგ ახალი პლატფორმის გარეშემო გაერთიანდა.
ამდენი წელია ღვაწლმოსილი ავტორების ფულს იპარავს ეს ადამიანი და ეს ასოციაცია შექმნეს თვითონ ავტორებმა თავიანთი თავის დასაცავად, სადაც 1000-ზე მეტი ავტორის სახელით ვლაპარაკობ მე ამას და აუცილებლად ჩვენს ინტერესებშია, ავტორების, რომ იყოს გამჭვირვალობა, რომ ჩვენი თანხები იყოს დაცული სწორად და მივიღოთ ის, რაც გვეკუთვნის,“ - ამბობს დათო ევგენიძე.