მედიკამენტებს მეც ვერ ვყიდულობ ისეთი ძვირია - ანწუხელიძის მამიდა
„მედიკამენტებს მეც ვერ ვყიდულობ ისეთი ძვირია,“ - ეს განცხადება გიორგი ანწუხელიძის მამიდამ გააკეთა.
ეთერ ანწუხელიძემ მედიკამენტების სიძვირესთან დაკავშირებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის წარმომადგენელთან სოფო ჯაფარიძესთან ერთად „დღის ამბებთან“ ისაუბრა.
როგორც ეთერ ანწუხელიძე ამბობს, მედიკამენტების ფასები ალვანში ძალიან მაღალია და ადგილობრივი მოსახლეობა საჭირო პრეპარატებს ვერ ყიდულობს.
მაღალი ფასებია, საშუალება არ აქვთ პენსიონერებს, ცალობით ყიდულობენ, არ შეუძლიათ რომ მთლიანი ფლაკონი იყიდონ ისეთი სიძვირეა, განსაკუთრებით ალვანში, ძალიან ძვირია ფასები, ორი და სამმაგად,“ - განაცხადა ანწუხელიძის მამიდამ.