ბინები, მიწის ნაკვეთები და კომერციული ფართები - რა ქონებას ფლობს გორის მერი

23.12.23 17:18
ბინები, მიწის ნაკვეთები და კომერციული ფართები - რა ქონებას ფლობს გორის მერი

ბინები, მიწის ნაკვეთები და კომერციული ფართები - რა ქონებას ფლობს გორის მერი - როგორც გაირკვა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის შემოსავალი ერთ წელში გაზრდილია. 

შევსებული დეკლარაციით დადგინდა, რომ ხინჩეგაშვილმა მხოლოდ მერიიდან ხელფასის სახით 50 ათას ლარზე მეტი აიღო, თუმცა დიდი ალბათობით, ეს თანხა კიდევ გაიზრდება, რადგან არსებობს ცნობები, რომ მერის ხელფასი მოიმატებს.

დეკლარაციაში ყურადღებას იქცევს ხინჩეგაშვილის სახელზე გაფორმებული უძრავი ქონებაც. 

გორის მუნიციპალიტეტის მერი ხალხის ხარჯზე იწყობს საკუთარ კომფორტს, გარდა ამისა, ის ოკუპანტ რუსეთში მოღვაწე კრიმინალებთან დაახლოებული პირებისგან იღებს სხვადასხვა ფინანსურ სარგებელს, რომელიც დეკლარაციაში არც კი აქვს ასახული. სამწუხაროა, რომ გორის მილიონერი მერი გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის იმედგაცრუება აღმოჩნდა,“ - განაცხადა ენმ-ის წევრმა გორის საკრებულოში ქეთევან გოგიაშვილმა.