უფასო საკვები ბავშვებს! - შიმშილის წინააღმდეგ მარშმა განათლების სამინისტროსთან გადაინაცვლა

23.12.23 17:05
უფასო საკვები ბავშვებს! - შიმშილის წინააღმდეგ მარშმა განათლების სამინისტროსთან გადაინაცვლა

მიეცით ბავშვებს უფასო საკვები! - შიმშილის წინააღმდეგ მარშმა განათლების სამინისტროსთან გადაინაცვლა. აქციის მონაწილეები პირველკლასელებისთვის კვების უფასო პროგრამის დანერგვას ითხოვენ.

უფასო სასკოლო კვება მოგვცემს საშუალებას, რომ გადავარჩინოთ ბავშვები შიმშილისგან, დავაზღვიოთ მასწავლებლები ზედმეტად გადაღლისგან საგაკვეთილო პროცესში და გადავარჩინოთ მშობლები იმისგან, რა რეალობაშიც უწევთ ცხოვრება,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შევიკრიბეთ შიმშილის წინააღმდეგ მარშზე, რადგან ალბათ, ერთ-ერთი ბაზისური რაღაც, რაც უნდა გავაკეთოთ არის, რომ მომავალ თაობას, ჩვენს ბავშვებს მივცეთ საშუალება, რომ მიიღონ განათლება, იყვნენ ჯანმრთელები,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

გაეროს ბოლო კვლევებით დადგენილია, რომ მოზარდები შიმშილის ზღვარზე არიან. გაჭირვების გამო ოჯახებს ბავშვები სასწავლო დაწესებულებაში ხშირ შემთვევაში მშიერი დაჰყავთ. ამ დროს კი სამინისტრო ამტკიცებს, რომ უფასო კვების პროგრამა ვერ გაამართლებს, რადგან სკოლები მოუმზადებელია.