როგორია ოზურგეთში, საახალწლო სცენაზე ეკრანის წაქცევის შედეგად დაშავებული პიანისტის მდგომარეობა

23.12.23 17:17
როგორია ოზურგეთში, საახალწლო სცენაზე ეკრანის წაქცევის შედეგად დაშავებული პიანისტის მდგომარეობა

ოზურგეთში საახალწლო სცენაზე ეკრანის წაქცევის შედეგად დაშავებული პიანისტი კლინიკიდან გაწერეს. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მედიკოსის ინფორმაციით, პაციენტს დაზიანებები ქვედა კიდურების არეში აქვს  მიყენებული. 

კოჭ-წვივის ამოვარდნილობა იყო, დაყო ჩვენთან ერთი საათი, ჩაუტარდა ჩვენთან რენტგენოლოგიური კვლევა და წავიდა ბინაზე," - განაცხადა "მედალფას" დირექტორმა დავით მდინარაძემ. 

ოზურგეთის მერის გადაწყვეტილება გაუგებარია ოპოზიციისთვის, რომლებიც ამბობენ, რომ ამინდის გაუარესების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღით ადრე იცოდა მერმა, თუმცა ღონისძიების თარიღი არ გადაწია. 

მინდა, ცალსახად აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ჯერ იყო და ოზურგეთის მერმა წლის ბოლოს გაიგო, რომ ახალი წელი 31 დეკემბერს დადგებოდა და ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გააფორმა ხელშეკრულება, ამის შემდეგ იყო ის, რომ 10 დღით ადრე ვიცით, რომ დღეს ამინდი უნდა გაუარესებულიყო და თოვლსაც ველოდებით გურიაში და ნაცვლად იმისა, რომ წინა დღეებში, როდესაც ძალიან კარგი ამინდი იყო და ღონისძიებაც ნორმალურად ჩატარდებოდა, ნაცვლად იმისა, რომ მაშინ დაენიშნათ, მაშინ მოუნდათ ჩატარება, როცა პრაქტიკულად ადამიანი ქუჩაში ვერ გამოვიდოდა და სწორედ ამის შედეგი იყო ის, რომ წაიქცა ეკრანი და ქუჩაში გაჩერება წარმოუდგენელია,“ - განაცხადა მჟავანაძემ.