"გამარჯვების კოალიცია" სამეგრელოშია

23.12.23 17:27
"გამარჯვების კოალიცია" სამეგრელოშია

"გამარჯვების კოალიცია" სამეგრელოშია. ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ვაშაძე ხობის და სენაკის ორგანიზაციების წევრებს შეხვდნენ. დაგეგმილია შეხვედრებიი ზუგდიდში ჩხოროწხუსა და წალენჯიხაშიც.  

რა გეგმა აქვს პარტიას წინასაარჩევნოდ და როგორ აპირებს ხელისუფლების  სახლში გაშვებას 2024-ში -  ეს არის შემაჯამებელ  შეხვედრებზე საუბრის მთავარი თემა.

ლევან ხაბეიშვილმა ადგილობრივ ლიდერებს ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა და აქვე დაანონსა, რომ გადამწყვეტი არჩევნები ქართველი ხალხის გამარჯვებით დამთავრდება.

ვისაუბრეთ 2024 წლის საარჩევნო სტრატეგიაზე, გეგმებზე, გამარჯვების კოალიციაზე და იმაზე, რომ ეს გამარჯვება, რომლითაც დაწინაურებულია ქართველი ხალხი ბოლომდეა მისაყვანი და მე დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ლიდერობით, ქართველი ხალხის უშუალო ჩართულობით და თანამონაწილეობით ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.
ხობში გვქონდა საუბარი პოლიტიკურ დევნილ ლექსო რაფავაზე, რომელიც ასევე, პატიმრობაშია იმისთვის, რომ ის აქტიურობდა რუსული ოცნების წინააღმდეგ, იმისთვის, რომ ის არ შეეგუა უსამართლობას და შესაბამისად, აქ ყველას კარგად ესმის პოლიტიკური დევნის ფასი,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა 1-0, მომავალ წელს საბოლოო გამარჯვება არჩევნებში, რომელიც დააჩქარებს რეფორმებს და დააჩქარებს ჩვენს ინტეგრაციას ევროკავშირში - ან ახლა, ან არასდროს. „ქართულ ოცნებას“ ნუღარ მოვუსმენთ, მათი გზა არის ჭაობისკენ გზა, ჩვენი გზა არის გზა სწრაფი განვითარებისკენ, ევროკავშირისკენ, მშვიდობისკენ, კეთილდღეობისკენ, ემიგრანტების დაბრუნებისკენ, სამუშაო ადგილების შექმნისკენ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისკენ,“ - განაცხადა ვაშაძემ.