თბილისში მცხოვრები უკრიანელები შობის დღესასწაულის აღსანიშნავად ემზადებიან
თბილისში მცხოვრები უკრიანელები შობის დღესასწაულის აღსანიშნავად ემზადებიან. მასპინძელი მწერალთა სახლია. დილიდან ქალაქის ცენტრში უკრაინელები საშობაო ღონისძიებებს მართავენ.
უკრაინული შობა მდიდარია უძველესი და მრავალფეროვანი ტრადიციებით და მათ შორის არის უკრაინის ერთ-ერთი უძველესი ჩვეულება "ვერტეპი" - უძველესი მოძრავი უკრაინული თოჯინების თეატრი.
ამ ტრადიციის განუყოფელი ნაწილია გალობა - სიმღერა კარგი მომავალი წლის სურვილებით. გალობის სავალდებულო ელემენტია საშობაო ვარსკვლავიც. მწერალთა სახლში მოწყობილია უკრიანული საშობაო ბაზარიც, იმართება მასტერ კლასები.