"ქურდის სიტყვას გეუბნები" - დაკავებულია "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ერთი პირი, ხოლო ორს ბრალი წარედგინა

23.12.23 17:43
"ქურდის სიტყვას გეუბნები" - დაკავებულია "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ერთი პირი, ხოლო ორს ბრალი წარედგინა

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი პირი დააკავა, ხოლო 2 პირს ბრალი წარედგინა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ბრალი ასევე დაუსწრებლად წარდგენილი აქვს ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილ პირს.

დანაშაულები დამტკიცების შემთხვევაში 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების თანახმად, ბრალდებულები „კანონიერი ქურდების“ და კრიმინალური ავტორიტეტის სახელით უკავშირდებოდნენ სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობაში ჩართულ პირებს და „ქურდული წილის“ სახით სთხოვდნენ თანხის გადახდას. ასევე, დაზარალებულებს, დაშინების მიზნით თვალთვალის შედეგად გადაღებულ ფოტოებს უგზავნიდნენ და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით 1964 წელს დაბადებული შ.კ. დააკავეს. ამავე ბრალდებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ბრალი წარედგინა 1981 წელს დაბადებულ ი.შ.-ს. ხოლო, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილ 1993 წელს დაბადებულ ე.მ.-ს.
დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით რამდენიმე დანაშაულებრივი ეპიზოდი გამოიკვეთა, კერძოდ ბრალდებულები „კანონიერი ქურდების“ და კრიმინალური ავტორიტეტის სახელით უკავშირდებოდნენ სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობაში ჩართულ პირებს და „ქურდული წილის“ სახით სთხოვდნენ თანხის გადახდას. ასევე, დაზარალებულებს, დაშინების მიზნით თვალთვალის შედეგად გადაღებულ ფოტოებს უგზავნიდნენ და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს," - წერია განცხადებაში.