ექსკლუზივი: ვის აბარია ფული სუს-ში? - აღმოჩენილია საიდუმლო სამსახურის მაღალჩინოსნის ახლო კავშირები რუსეთთან

23.12.23 20:37
ექსკლუზივი: ვის აბარია ფული სუს-ში? - აღმოჩენილია საიდუმლო სამსახურის მაღალჩინოსნის ახლო კავშირები რუსეთთან

ვის აბარია ფული სუს-ში? - აღმოჩენილია საიდუმლო სამსახურის მაღალჩინოსნის ახლო კავშირები რუსეთთან. უფრო კონკრეტულად, გიორგი დვალაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა. ლილუაშვილის უწყებაში, მის ხელში გადის ყველა ფული, შესყიდვების დამადასტურებელი კონტრაქტები და სხვა საიდუმლო დოკუმენტაცია. 

"შაბათის ეთერმა" დაადგინა, რომ სუს-ის მაღალჩინოსანს დღემდე მჭიდრო და უწყვეტი კავშირი აქვს ოკუპანტ ქვეყანასთან. "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული დოკუმენტებითა და მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დვალაძის ოჯახი იმ ქვეყანასთანაა ბმაში, საიდან მომავალ საფრთხეებზეც, მისი დამსაქმებელი უწყება უნდა მუშაობდეს.  

  • როგორ  აიღო დვალაძის ოჯახმა რუსული პასპორტები და რა მიზეზით ინარჩუნებენ მისი ორივე შვილი და რძალი ამ დრომდე, მტერი სახელმწიფოს მოქალაქეობას და რაც ყველაზე მთავარია, რატომ არ არის ეს მნიშვნელობანი გარემოება, დაბრკოლება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის, რომელიც კადრებს უწყებისთვის, განსაკუთრებული სიფრთხილით არჩევს? 
  • სუს-ის მაღალჩინოსანმა "შაბათის ეთერის" კითხვებზე პასუხებს მიმალვა ამჯობინა. სუს-შიც არ უპასუხეს კითხვას, როგორ აბარია უწყების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეპარტამენტი, მტერ სახელმწიფოსთან კავშირში მყოფ პირს?! 

ირკვევა, რომ მამა-შვილ დვალაძეებს მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობა აქვთ ბიძინა და ბერა ივანიშვილებთან. გიორგი დვალაძე ოლიგარქის ძმაკაცია, მისი შვილი, დავით დვალაძე კი ბერასთან მეგობრობს. 

გიორგი დვალაძე ჯერ ქართუ ჯგუფის ეკონომიკური უსაფრთხოების განყოფილების უფროსი იყო, მოგვიანებით კი შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორი. 

ვის აბარია ფული სუს-ში? - მაკა ჩიხლაძის სპეციალური რეპორტაჟი