საჯარო მოხელეები ქვეყნიდან გარბიან და ევროპას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვენ

23.12.23 21:24
საჯარო მოხელეები ქვეყნიდან გარბიან და ევროპას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვენ

საგარეო საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი - საჯარო მოხელეები ქვეყნიდან გარბიან და ევროპას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვენ. 

  • "შაბათის გუნდს" უყვებიან, რომ ბელგიას პოლიტიკური თავშესაფარი ჯარისკაცებმაც სთხოვეს.  "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის  დადასტურებულად ცნობილია მინიმუმ ორი შემთხვევა. საქართველოს მოქალაქეები ბრიუსელში  მტკიცებულებებით არიან ჩასული. ისინი  ახლა ბელგიის სამეფოში  იმყოფებიან და ცდილობენ დაამტკიცონ, რომ საკუთარ სამშობლოში პოლიტიკური დევნის მსხვერპლი არიან, პოლიტიკური შეხედულებების გამო საქართველოში თავს დაცულად ვერ გრძნობენ და  თავშესაფარი სჭირდებათ.

ბელგიას საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში არ ჰყავს შეყვანილი, ამიტომ აქ საჯარო მოხელეების ბუმია, "შაბათის ეთერისთვის" ცნობილია მინიმუმ სამი უწყების 6 თანამშრომლის შესახებ, ვინც მტკიცებულებებით შეიარაღებული ბელგიის სამეფოს ოფიციალურ უწყებას საქართველოში პოლიტიკური დევნის შესახებ უყვება. ყველა ახალი შემთხვევაა.

  • "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ბელგიის თავშესაფრის მთხოვნელთა მიმღებ ფედერალურ სააგენტოს პარლამენტის იმ თანამშრომლებმა მიმართეს რომლებიც კომიტეტებში მუშაობდნენ. "შაბათის ეთერი" ვერ აკონკრეტებს რომელ კომიტეტებში იყვნენ ისინი დასაქმებული რადგან პარლამენტის ორ ყოფილ თანამშრომელს იდენტიფიცირება არ უნდა. 
  • წყარო "შაბათის ეთერს" უყვება, რომ "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ და ანტიევროპული განცხადებებით და მოქმედებებით  ცნობილ წელს როცა ხელისუფლებას რუსული კანონის მიღება სურდა, სამსახურის დატოვება მოუწია საგარეო საქმეთა სამინისტროში შემავალი უწყების ორ თანამშრომელსაც. 

რა დამოკიდებულება აქვს საქართველოს მთავრობას საჯარო სამსახურებიდან წამსვლელთა შესახებ - ეს ყველაზე კარგად თეა წულუკიანის ინტერვიუში ჩანს. ღარიბაშვილის მთავრობის წევრი ემიგრაციაში წასულებს ოპოზიციის მხარდამჭერად მოიაზრებს. 

საჯარო მოხელეები ქვეყნიდან გარბიან  - ნატა ქაჯაიას სპეციალური რეპორტაჟი