"ლელო" ყრილობას მართავს

23.12.23 18:31
"ლელო" ყრილობას მართავს

პარტია "ლელო" რიგით მეორე ყრილობას მართავს - დელეგატები პარტიის თავმჯდომარეს, პოლიტსაბჭოსა და სარევიზიო კომისიის წევრებს აირჩევენ.

ღონისძიებაზე საზოგადოებას წარედგინება განახლებული "მარშალის  გეგმაც".

რამდენიმე წუთის წინ მამუკა ხაზარაძემ შეკრებილებს "საქართველოს დაცვის აქტი" კიდევ ერთხელ გააცნო, რომელიც პარლამენტში "ქართულმა ოცნებამ" ჩააგდო.