"1 წელიწადში ვიზეიმებთ დიდ გამარჯვებას, როცა "ოცნება" აღარ იქნება ხელისუფლებაში და ბიძინა ივანიშვილი იქნება მოსკოვში" - ხაზარაძე

23.12.23 18:43
"1 წელიწადში ვიზეიმებთ დიდ გამარჯვებას, როცა "ოცნება" აღარ იქნება ხელისუფლებაში და ბიძინა ივანიშვილი იქნება მოსკოვში" - ხაზარაძე

ჩვენ ერთ წელიწადში თქვენთან ერთად, მთელ საქართველოსთან ერთად ვიზეიმებთ დიდ გამარჯვებას. ეს გამარჯვება იქნება მაშინ, როდესაც დამთავრებული იქნება მომავალი წლის არჩევნები და „ქართული ოცნება“ აღარ იქნება ხელისუფლებაში, ბიძინა ივანიშვილი კი იქნება მოსკოვში - ამის შესახებ  მამუკა ხაზარაძემ "ლელო საქართველოსთვის" მეორე ყრილობაზე განაცხადა. 

ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთის ინტერესებს ამ ქვეყანაში, მინდა გაგახსენოთ, რა გააკეთეს მათ იმისთვის, რომ ქვეყნის კურსი ასე შეცვლილიყო: ჩამოიყვანეს გავრილოვი და ჩასვეს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, იღებდნენ კანონს, რომ არა ჩვენი ახალგაზრდები, რომელიც განსხვავებული აზრის შეზღუდვას ემსახურებოდა და საერთოდ გადაკეტავდა ევროპულ პერსპექტივას. მინდა გითხრათ, რომ არა ჩვენი ახალგაზრდობა და სპონტანური გამოსვლა, ჩვენ დღეს კანდიდატის სტატუსი არ გვექნებოდა. 

ეს ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ფული გააკეთა მოსკოვში, ასევე წამოიღო ინსტრუქცია თუ როგორ უნდა იმოქმედოს საქართველოში. ჩვენ ნათლად ვხედავთ იმას, რაც ჩვენ თავს ხდება. ყველაზე მთავარი რაც „ქართულმა ოცნებამ“, თვალთმაქცურმა, მატყუარა პარტიამ, თავს მოგვახვია არის ის, რომ ფართოდ გაუხსნა რუსეთის შემოსევას საქართველოში გზა და კარი. ჩვენ პრაქტიკულად, რეალურად, დღეს ვართ ძალიან დიდი საშიშროების წინაშე, არ არსებობს არანაირი სავიზო რეჟიმი, რუსებმა დაიკავეს ჩვენი მოქალაქეების სამუშაო ადგილები, რუსები ყიდულობენ ჩვენს მიწას, გახსნეს 26 ათასი სამუშაო ადგილი წელიწადნახევრის განმავლობაში, 2 მილიონმა ადამიანმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, 200 ათასზე მეტი საქართველოში ცხოვრობს და ამ დროს ჩვენი მოქალაქეები, 100 ათასი, მარტო შარშან გავიდა ქვეყნის გარეთ. 75 ათასი ახალგაზრდამ, 22-დან 29 წლამდე, დატოვა საქართველო. საქმე გვაქვს მიზანმიმართულ პოლიტიკასთან და ეს პოლიტიკა სანამ არ დამთავრდება, „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო ვერასდროს ვერ იქნება სრულად თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა. ამიტომ გამოსავალი არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი, რომ მომავალ წელს ვიზეიმოთ დიდი გამარჯვება ამ რუსულ ძალაზე“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ამასთან, "ლელოს" ლიდერი ამბობს, რომ "ძველი პარტიები და ძველი მენტალიტეტი უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში!"

"2024 წელი არის გადამწყვეტი წელი ჩვენი ქვეყნისთვის, სად იქნება ქვეყანა - იქნება დამოუკიდებელ და თავისუფალ სამყაროში, რეალურად და არა მხოლოდ წარწერით, თუ წავა ნელი სვლით ისევ იმ ჯურღმულში, რომელსაც ჩვენ 30 წლის წინ თავი დავაღწიეთ", - ამბობს ხაზარაძე

„არ დაგვავიწყდეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმ პოლიტიკოსების მოშვება ხელისუფლებაში, რომლებმაც უხეშად დაარღვია ქართველი ადამიანის, მოქალაქეების უფლებები უახლოეს წარსულში. ყველა ხვდებით ვისზეა საუბარი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი მოიშვება ხელისუფლებაში! ამიტომ ძველი პარტიები და ძველი მენტალიტეტი უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში. ამის რეალური ალტერნატივა ვართ ჩვენ! ეს არის პარტია „ლელო“. დიახ, ჩვენ უნდა ავიღოთ ხელში პასუხისმგებლობა, რომ დავამთავროთ ძველი პოლიტიკა და ის, რაც აქამდე ხდებოდა ამ ქვეყანაში. ეს არის უცილობლად გასაკეთებელი საქმე“, - თქვა ხაზარაძემ.

პარტიის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, თქვა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ყველა დაკონსერვებული და "ოცნების" მიერ ჩაგდებული პროექტები აღდგება. 

ხაზარაძემ  "საქართველოს დაცვის აქტზე" გაამახვილა ყურადსღება და თქვა, რომ ამ აქტის მიზანი ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესების დაცვაა.

ეს კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ დაბლოკა.

პირველი პუნქტია, რომ კანონი ხელახლა უწესებს მკაცრ ვიზებს რუსებს, რათა მათ არ წალეკონ საქართველო.

2. საქართველოში რუსებს უნდა შეეზღუდოთ მუშაობის უფლება, ჩვენ გვჭირდება მეტი სამუშაო ადგილი ქართველებისთვის.

3. ვერცერთი რუსი ვერ იყიდის ჩვენ მიწას, სანამ რუსეთი ოკუპანტია.

4. საქართველოში რუსულნომრიანი მანქანების შემოყვანა და რეგისტრაცია უნდა აიკრძალოს.

5. ჩვენ ავკრძალავთ რუსული კომპანიების სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობას. „ქართული ოცნება“ ჩვენი გადასახადების გადამხდელებისგან მოსკოვში მილიონებს აგზავნის და ეს უნდა შევაჩეროთ.

6. ჩვენ დავაწესებთ დამატებით გადასახადებს რუსული ბიზნესისთვის და შევუერთდებით ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რათა რუსეთმა გადაიხადოს ფასი სხვა ქვეყნებში შეჭრისთვის.

7. ჩვენ ავკრძალავთ საქართველოში რუსული ფონდების მუშაობას, რომელიც რუსეთის დეზინფორმაციისა და ოკუპაციის გეგმის ნაწილია. 8. ჩვენ ავკრძალავთ საქართველოში რუსული ტელეარხების მაუწყებლობას. 9. ჩვენ დაუყოვნებლივ შევწყვეტთ პირდაპირ ფრენებს რუსეთთან“, - განაცხადა ხაზარაძემ.

პარტია "ლელო" ყრილობას მართავს, სადაც დელეგატები პარტიის თავმჯდომარეს, პოლიტსაბჭოსა და სარევიზიო კომისიის წევრებს აირჩევენ.