სამთავრობო მანქანების მანია მთავრობაში - ვის კომფორტში იხარჯება ხალხის ფული
"მელაძის შაბათის" ჟურნალისტური გამოძიება - როგორ გადაადგილდებიან, საქართველოს მოქალაქეების დაქირავებული ჩინოვნიკები იმაზე ძვირადღირებული ავტომობილებით, ვიდრე კანონის ამის უფლებას აძლევს.
დავიწყოთ, პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მარჯვენა ხელით, რევაზ ჯაველიძე 2023 წელს გამოშვებული "აუდის" მარკის ავტომობილით გადაადგილდება. სატრანსპორტო საშუალება მთავრობის ადმინისტრაციის ბალანსზე აღრიცხული ავტომობილების სიაშია. "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებულ დოკუმენტებში წერია, რომ მთავრობას ის 159 000 ლარად აქვს შეფასებული.
- მანქანების შეძენის და განაწილების წესს საქართველოს მთავრობის დადგენილება განსაზღვრას, საჯარო სივრცეში ასეთ ბოლო დოკუმენტი დადგენილება N275 იძებნება. ამ დოკუმენტით ჯაველიძისთვის მაქსიმუმ 35 ათას 300 დოლარიანი , ანუ დაახლოებით 95 ათას ლარიანი "სედანის" ყიდვა შეეძლოთ, თუმცა ავტომობილი, რომლითაც ირაკლი ღარიბაშვილის მარჯვენა ხელი გადაადგილდება 159 000 ლარი ღირს, ანუ დაახლოებით 64 000 ლარით უფრო ძვირი.
"შაბათის ეთერის" გუნდმა, რამდენიმე სამინისტროს, მათ შორის პრემიერის ადმინისტრაციის ბალანსზე აღრიცხული ავტომობილების სია და მათი საბაზრო ღირებულებების შესახებ ინფორმაცია მოიპოვა. ამ დოკუმენტებით დგინდება, რომ მხოლოდ პრემიერ-მინისტრის გუნდს 2 მილიონ 453 ათას 656 ლარის ღირებულების მანქანები ემსახურება.
მთავრობა დოკუმენტებს შეისყიდება შესახებ მალავს, რას ყიდულობს ხალხის ფულით ღარიბაშვილი გასაიდუმლოებულია, თუმცა "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ვიგებთ, რომ მხოლოდ 2022-23 წლებში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციის ბალანსზე 722 ათას 176 ლარის ახალი ავტომობილები გაჩნდა. ჩვენ ყურადღებას იქცევს 2023 წელს შეძენილი Kia Sportage, თითო 64 ათას 400 ლარად - 2023 წლის Suzuki 74 ათას ლარად და 2022 წელს გამოშვებული Kia Niro 67 ათას 490 ლარად. წყარო მთავრობის ადმინისტრაციიდან ჰყვაბა, რომ პრემიერი ახალი ჯიპები მისთან ახლოს მყოფ ჩინოვნიკებს ჩამოურიგა.
შინაგან საქმეთა მინისტრი 2023 წლის Toyota Highlander-ით გადაადგილება, "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად მისი საბალანსო ფასი 140 ათასი ლარია. ამ ღირებულების და წლოვანების ახალი მანქანა გომელაურის უწყებას სამი აქვს. ქვეყნის პირველმა პოლიციელმა მანქანა რამდენჯერმე შეცვალა. გომელაური SKODA-ს მარკის ავტომობილიდან ჯერ 170 ათასლარიანი 2022 წლის Aud-ის მარკის ჯიპში, შემდეგ კი Toyota-ს უახლეს მოდელში გადაჯდა. Range Rover Sport-ით გადაადგილდება შინაგან საქმეთა მინისტრის დაცვა.
ვახტანგ გომელაურის უწყება ძვირადღირებული ავტომობილების რეკორდსმენია. შაბათის ეთერის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, მხოლოდ 2022-2023 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე 1 მილიონ 526 ათასი ლარის მაღალი კლასის ავტომობილები ირიცხება.
შინაგან საქმეთა მინისტრს ოთხი მოადგილე ჰყავს. ალექსანდრე დარახველიძის მსგავსად ყველას მანქანაც ემსახურება და მძღოლიც. ამ პრივილეგიით სარგებლობენ იოსებ ჭელიძე, გიორგი ბუთხუზი და შალვა ბედოიძე. მინისტრების გარდა ავტომობილები ემსახურებათ შინაგან საქმეთა სამინისტროს და საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსნებსაც.
სამინისტროების საბალანსო აღრიცხვის დოკუმენტების მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე თითქმის ნახევარი მილიონის ღირებულების სამი Toyota Highlander გაჩნდა, ასვე ირიცხება 2022 წლის 5 Land Cruiser-ი ჯამში 600 ათასი ლარის ღირებულების. BMW X6-იც ჰომელაურის უწყების ბალანსზეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული Porsche Panamera-თი საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსნები გადაადგილდებიან. ამ ავტომობილით, არსებული ინფორმაციით, გოგა მემანიშვილი სარგებლობს.
რატომ უნდა უყიდოს ხალხმა ძვირადღირებულ მანქანების მინისტრის მოადგილეებს, დეპარტამენტის უფროსებს და მათ მოადგილეებს, რატომ უნდა დააფინანსოს ხალხმა საკუთარი ჯიბიდან მათი ავტომობილების შენახვის და საწვავის ხარჯი. თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ლელა ჩიქოვანი ამბობს, რომ მანქანა მის თანამდებობას მოჰყვება.
მანქანით ჩინოვნიკები მხოლოდ სამსახურში არ დადიან, კადრები "შაბათის ეთერის" გუნდმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, გენერალური ინსპექციის უფროსის, გიორგი ღამბაშიძის სახლთან გადაღო. ადამიანი, რომელიც მთელს სისტემას უნდა აკონტროლებდეს, რომ სახელმწიფო რესურსი თანამშრომლებმა ბოროტად არ გამოიყენონ, თავად იმავეს ჩადის, კადრებში ჩანს, რომ ავტომობილით სამუშაო საათებში ჩინოვნიკის ოჯახის წევრები სარგებლობენ.
ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილები, ქვეყნის მთავარი ბრალმდებლის, ირაკლი შოთაძის უწყების ბალანსზეა. ჯამში პროკურატურა 202 ავტომობილს ფლობს, მათი საერთო ღირებულება 6 მილიონ 819 ათას 300 ლარია. 275 ათას ლარიანი Lexus-ი, 110 ათას ლარიანი Mercedes-ი. მთავარ პროკურატურაში ამბობენ, რომ ეს ჩამორთმეული ქონებებია. თუმცა კითხვაზე ვინ გაადვილდება ძვირადღირებული მანქანებით, რომელიც უწყებას ჰყავს, არ პასუხობენ.
იუსტიციის სამინისტროს ბალანსზე 59 ავტომობილია, 2 მილიონ 453 ათასი ლარის ღირებულების. მათ შორის არის 2018 წლის ლენკრუიზერი ელ სი 200, რომლის საბალანსო ღირებულება 148 ათას ლარია. ტოიოტა ქამრი, რომლითაც მინისტრი გადაადგილდება. მისი ამჟამინდელი ფასი 51 ათას 500 ლარია. 70 ათასად არის შეფასებული 2022 წლის მიცუბიში.