სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი გახლავთ შეუდარებლად მაღალი - თალაკვაძე
"ქართული ოცნების" წევრი, არჩილ თალაკვაძე, არ ეთანხმება "საერთაშორისო გამჭირვალობის" მიერ გამოქვეყნებულ იმ კვლევას, სადაც საუბარია სისტემაში არსებული კლანურ მმართველობაზე. თალაკვაძე მიიჩნევს, რომ დღეს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი გაცილებით მაღალია და ქართული მართლმსაჯულება ევროპის მასშტაბით საუკეთესოებს შორისაა.
"საერთაშორისო გამჭირვალობის" სათავო ოფისის მიერ გაკეთებულია კვლევა და შეფასება, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ სასამართლოს თავისუფლების თვალსაზრისით სასამართლოს აქვს ხელშესახები პროგრესი, გარდა ამისა ჩვენი სასამართლო სისტემა ევროპის მასშტაბით გახლავთ 16 საუკეთესოთა შორის დასახელებული.
დღეს შეიძლება ითქვას, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის, თავისუფლების ხარისხი გახლავთ შეუდარებლად უფრო მაღალი, ვიდრე ეს იყო მაშინ, როცა ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება", - ამბობს არჩილ თალაკვაძე.