"ხალხის დაცინვაა" - ნადირაძე სამთავრობო ავტომობილების შეძენის მანიაზე
"ხალხის დაცინვაა", - ასე აფასებს ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე მთავრობის მიერ ძირადღირეული ავტომობილების შეძენის ფაქტს. ოპოზიციის წევრის თქმით, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ბევრი სოციალური პრობლემაა, მთავრობა ხალხის ფულს არამიზნობრივად ხარჯავს.
წარმოუდგენელია, რომ ასეთ გაჭირვებულ ქვეყანაში როგორცი საქართველოა, სადაც ამენი პრობლემაა, სადაც ამენი გაჭირვებული ადამიანია, სადაც ამდენ ადამიანს სესხი ვერ გადაუხდია, სადაც ამენი ბავშვი შმშილობს, აი, ამ დროსმთავრობის მაღალჩინოსნები ყოველწლიურად აახლებდნენ თავიანთ ავტოპარკს და ძალიან ძვირადღირეულ მანქანებს ყიდულობდნენ და ამაში მილიონობით ლარს ხარჯავდნენ. ეს არის ჩვენი მოსახლეობის დაცინვა და ნიშნავს იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილს, რუსი ოლიგარქის ივანიშვილის მთავრობის წევრებს ხალხის ბიუჯეტი, ხალხის ფული ჰგონიათ საკუთარი ჯიბის ფული და ხაჯავენ არა ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად და მათი საკითხების გადასაწყვეტად, არამედ საკუთარი ფუფუნებისთვის და კეთილდღეობისთვის, - ამბობს ირაკლი ნადირაძე.
შაბათის ეთერის გამომძიებელი ჟურნალისტების ხელში მოხვდა გადამალული დოკუმენტები, რომლითაც დადგინდა, რომ მინისტრები ავტოპარკის განახლებაში ბიუჯეტიდან მილიონობით ლარს ხარჯავენ. ღარიბი ქვეყნის მთავრობას ხალხის ფულით ემსახურება ორ მილიონზე მეტი ღირებულების მანქანები. ამ მხრივ გამოირჩევა პრემიერის მარჯვება ხელი, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროები.
ხმაურინი რეპორტაჟის შემდეგ კი საქართველოს მთავრობა დუმილის რეჟიმშია გადასული. ირაკლი ღარიბაშვილის სამსახურში არ ამბობენ, რისთვის სჭირდებათ მინისტრებს უახლესი მოდელის ძვირადღირებული ავტომობილები.