ულტიმატუმის ვადა იწურება - გახელაძეები აქციას იწყებენ

22.06.21 11:09
ულტიმატუმის ვადა იწურება - გახელაძეები აქციას იწყებენ

ულტიმატუმის ვადა იწურება - თუ ხვალამდე ზაზა გახელაძე ცხინვალის ციხიდან არ გათავისუფლდება, ოჯახი აქციებს იწყებს.

საპროტესტო მსვლელობა დაიწყება სოფელ ქვემოჭალადან. დაკავებულის მშობლები ამბობენ, რომ ისინი გადაკვეთენ ე.წ. საზღვარს.

გახელაძეების ოჯახის პროტესტს უერთდება სოფლის მოსახლეობაც. 

შეგახსენებთ, 33 წლის მამაკაცი უკვე 11 თვეა, რაც უკანონო პატიმრობაში რჩება, მას 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

მსგავსი სიახლეები