მთავრობას ამბიციების დაკმაყოფილება უძვირესი ავტომობილებით უნდა - გიორგი ვაშაძე
მთავრობას ამბიციების დაკმაყოფილება უძვირესი ავტომობილებით უნდა , - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე "შაბათის ეთერის" ხმაურიანი რეპორტაჟის შემეგ საუბრობს. ოპოზიციონერი ლიდერი პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლებას ხალხი არ აინტერესებს და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს.
ხრწნა იმ დონეზეა "ქართულ ოცნებაში" წასული, იმ დონეზე არ აინტერესებთ ხალხის ბედი, რომ თავისი უძვირესი მანქანებით უნდათ, რომ დაიკმაყოფილონ ამბიციები. მათი ამბიცია ქვეყნის აღმშენებლობა არ არის, მათი ამბიცია არის პირადი კეთილდღეობა. ევროკავშირში ასეთი კორუმპირებული რეჟიმით ვერ შევალთ, ეს არის რეალობა, ამიტომ ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს ხელისუფლება. ხალხი უკიდურესად ღარიბია, ელიტა ზემდიდარია და ფუფუნების საგნებს არ იკლებენ, - ამბობს გიორგი ვაშაძე.
შაბათის ეთერის გამომძიებელი ჟურნალისტების ხელში მოხვდა გადამალული დოკუმენტები, რომლითაც დადგინდა, რომ მინისტრები ავტოპარკის განახლებაში ბიუჯეტიდან მილიონობით ლარს ხარჯავენ. ღარიბი ქვეყნის მთავრობას ხალხის ფულით ემსახურება ორ მილიონზე მეტი ღირებულების მანქანები. ამ მხრივ გამოირჩევა პრემიერის მარჯვება ხელი, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროები.
ხმაურინი რეპორტაჟის შემდეგ კი საქართველოს მთავრობა დუმილის რეჟიმშია გადასული. ირაკლი ღარიბაშვილის სამსახურში არ ამბობენ, რისთვის სჭირდებათ მინისტრებს უახლესი მოდელის ძვირადღირებული ავტომობილები.