მომდევნო წლის სამოქმედო გეგმა - "გამარჯვების პლატფორმა" წალენჯიხაში ჩავიდა
"გამარჯვების პლატფორმა" წალენჯიხაში ჩავიდა. ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ვაშაძე რაიონული ორგანიზაციების წევრებს შეხვდნენ. სხვა შემაჯამებელი შეხვედრების მსგავსად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები წალენჯიხაშიც ტრადიციული მესიჯებით ჩავიდნენ: ხაბეიშვილმა და ვაშაძემ მხარდამჭერებს დეტალურად გააცნეს მომდევნო ერთი წლის სამოქმედო გეგმა. რის გაკეთებას აპირებენ საიმისოდ, რომ 2024 წლის გადამწყვეტ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვონ.
"გამარჯვების პლატფორმის" ლიდერები მხარდამჭერებს ბრძოლისთვის მადლობა უხდიან და აანონსებენ, რომ მომავალი წლის ოქტომბერში ქვეყანაში ხელისუფლებას შეცვლიან.
შევხვდით იმ ადამიანებს, ვისზეც დგას ენმ. გადავუხადეთ მადლობა იმისთვის, რომ ამ წლების განმავლობაში რუსული ოცნების წინააღმდეგ მოიპოვეს ქართელ ხალხთან ერთად კანდიდატის სტატუსი, უგებენ რუსულ პარტიას 1:0 და ვუგებთ ყველა ერთად.2024 წლის სტრატეგიაზე ვსაუბრობთ, გამარჯვების სტრატეგიაზე გამარჯვების კოალიციასთან ერთად და უნდა გვესმოდეს, რომ ეს გამარჯვება გვაქვს ბოლომდე მისაყვანი და ამ ადამიანებთან ერთად, ამ ადგილობრივ ლიდერებთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად, პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად, მისი ლიდერობით ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს და რუსულ პარტიას, - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.