ძვირადღირებული მანქანებით შეჯიბრი საქართველოს მთავრობაში - რაში იხარჯება ხალხის ფული?
ძვირადღირებული მანქანებით შეჯიბრი საქართველოს მთავრობაში - პრემიერის ადმინისტრაცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის უწყება, იუსტიციიის სამინისტრო და პროკურატურა. ამ უწყებებში ძვირადღირებულ და მდიდრულ მანქანებს იყენებენ არასამუშაო საათებშიც. ხალხის ფულით ნაყიდი ავტომობილებით და ბიუჯეტის ფულით შეძენილი საწვავით მათი ოჯახის წევრებიც დადიან.
"ქართული ოცნების" მიერ გადამალული დოკუმენტები შაბათის ეთერმა გაასაჯაროა. ამ მასალებით ცნობილი ხდება, რომ მხოლოდ პრემიერ-მინისტრის გუნდს ორი მილიონ 453 ათასი ლარის ღირებულების მანქანები ემსახურება. 2023 წელს გამოშვებული აუდის მარკის ავტომობილი უყიდეს ღარიბაშვილის ადმინისტრაციის უფროსს. მანქანის ღირებულება კი ოფიციალური დადგენილებით გაწერილ წესებში არ ჯდება.
რევაზ ჯაველიძისთვის 35 ათას დოლარიანი მანქანის ყიდვა შეეძლოთ, მაგრამ პრემიერიის ნდობით აღჭურვილ კაცს 64 ათასი ლარით ძვირიანი ავტომოვილი უყიდეს.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.