2024 წლის არჩევნები და სამომავლო გეგმები - ლევან ხაბეიშვილი ახალციხის რაიონულ ორგანიზაციის წევრებს შეხვდა

24.12.23 20:11
2024 წლის არჩევნები და სამომავლო გეგმები - ლევან ხაბეიშვილი ახალციხის რაიონულ ორგანიზაციის წევრებს შეხვდა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი  მთელი საქართველოს მასშტაბით შეხვედრებს აგრძელებს. პარტიის თავმჯდომარე დღეს ახალციხის რაიონულ ორგანიზაციას შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი 2024 წლის არჩევნებს, გამარჯვების კოალიციის გეგმებსა დამა პროცესში პრეზიდენტ სააკაშვილის ჩართულობის მნიშვნელობას შეეხო. 


“აჭარა, სამეგრელოს შემდეგ ვართ ახალციხეში, ვხვდებით ჩვენს ადგილობრივ ლიდერებს და ასეთი ენერგია, ასეთი მონდომება და რაც მთავარია რწმენა ამ ადამიანების, რომ ისინი აუცილებლად დაამარცხებენ  ‘’რუსულ ოცნებას" , რომელსაც უგებენ  1-0  და ამ გამარჯვებას უნდა ბოლომდე მიყვანა. ჩვენ ამ ადამიანებთან ვსაუბრობთ 2024 წლის არჩევნების სტრატეგიაზე, გამარჯვების კოალიციის გეგმებზე, პრეზიდენტ სააკაშვილის ჩართულობის მნიშვნელობაზე და მისი ლიდერობით ,,რუსული პარტიის დამარცხებაზე. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, ჩვენს ქართველ ხალხთან ერთად, ამ ადამიანების დახმარებით ვისზეც დგას ‘’ნაციონალური მოძრაობა’’, ვისზეც დგას ქართული დემოკრატია, ვინც შეინარჩუნა ოპოზიცია 2012 წლიდან მოყოლებული, აუცილებლად გავიმარჯვებთ ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.