ევროკავშირის დროშების დაწვაზე პასუხისმგებელი არის "ოცნება" - ნადირაძე
"ენმ-ს წევრის, ირაკლი ნადირაძის თქმით, ევროკავშირის დროშების დაწვაზე თავიდან ბოლომდე პასუხისმგებელი არის "ოცნება", რადგან, მისი განცხადებით, პრორუსი რადიკალები მმართველი პარტიის სატელიტები არიან და სწორედ "ოცნებას" ეხმარებიან არჩევნებზე "შავ-ბნელი საქმეების შესასრულებლად".
ფაქტია, რომ კამპანიური ხასიათი მსიცეს პრორუსულმა ძალებმა ევროკავშირის დროშების დაწვას და ხელისუფლება, იმის ნაცვლად, რომ მკაცრად და მწვავედ რეაგირებდეს, აკავებდეს ამ ადამიანებს და აჯარიმებდეს, ფაქტიურად დუმს. რატომ? იმიტომ, რომ ისინი არიან მათი სატელიტები და საარჩევნოდ, მათ შორის ამ ადამიანებს იყენებენ ყველაზე შავ-ბნელი საქმეების შესასრულებლად, ამიტომ, ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. "ქართული ოცნება" არის თავიდან ბოლომდე პასუხისმგებელი იმაზე, რაც ხდება ამ მიმართულებით", - ამბობს ირაკლი ნადირაძე.
კანდიდატის სტატუსის მიღებიდან რამდენიმე დღეში ალტ-ინფომ ევროკავშირის დროშების დაწვის კამპანია დაიწყო. წვავენ დემონსტრაციულად, ამ დანაშაულს იღებენ და სოციალურ ქსელში ავრცელებენ. მათ შორის სასულიერო პირებიც. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ამბობენ, რომ დროშების დაწვა მხოლოდ დასაწყისია და თუ მათი მოთხოვნა არ შესრულდება უფრო რადიკალურ ზომებზე გადავლენ.
ალტ-ინფოს წევრები ლაშა შარუხიას გათავისუფლებას ითხოვენ. ამბობენ, რომ კამპანია თვითორგანიზებულია და სოლიდარობას უცხადებენ მათ თანამებრძოლს, რომელიც პატიმრობაშია.