EU-ს დროშის საწყისი არის ქრისტიანობა და დაკავშირებულია მარიამ ღვთისმშობლის პატივისცემასთან - მანჯგალაძე

25.12.23 11:46
EU-ს დროშის საწყისი არის ქრისტიანობა და დაკავშირებულია მარიამ ღვთისმშობლის პატივისცემასთან - მანჯგალაძე

EU-ს დროშის საწყისი არის ქრისტიანობა და დაკავშირებულია მარიამ ღვთისმშობლის პატივისცემასთან - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

სწორედ ამიტომ, მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ როდესაც ევროკავშირის დროშას წვავ "ან ბნელი ხარ ან რუსეთთან პირდაპირ ჭიპლარით მიბმული".

მინიმუმ 3-მა ქრისტეს მოციქულმა იქადაგა საქართველში ქრისტიანობა, მაგრამ ის, რომ 21-ე საუკუნეში სამოქციქულო ეკლესიის ეს ზოგიერთი ვაი წარმომადგენელი წვავს  ევროკავშირის დროშას, საქმე გავქვს ორ რაღაცასთან: ან უვიცობასთან, ან მიზანმიმართულ მავნებლობასთან. რატომ? იმიტომ, რომ ევროკავშირის დროშის საწყისი არის ქრისტიანობა და დაკავშირებულია მარიამ ღვთისმშობლის პატივისცემასთან. როცა ასეთ დროშას წვავ, ან ბნელი ხარ ან რუსეთთან პირდაპირ ჭიპლარით მიბმული", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

კანდიდატის სტატუსის მიღებიდან რამდენიმე დღეში ალტ-ინფომ  ევროკავშირის დროშების დაწვის კამპანია დაიწყო. წვავენ დემონსტრაციულად, ამ დანაშაულს იღებენ და სოციალურ ქსელში ავრცელებენ. მათ შორის სასულიერო პირებიც. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ამბობენ, რომ დროშების დაწვა მხოლოდ დასაწყისია და თუ მათი მოთხოვნა არ შესრულდება უფრო რადიკალურ ზომებზე გადავლენ. 

ალტ-ინფოს წევრები ლაშა შარუხიას გათავისუფლებას ითხოვენ. ამბობენ, რომ კამპანია თვითორგანიზებულია და სოლიდარობას უცხადებენ მათ თანამებრძოლს, რომელიც პატიმრობაშია.