ბიძინა ივანიშვილი "ოცნების" გაჭრილი კოზირია - მანჯგალაძე

25.12.23 12:12
ბიძინა ივანიშვილი "ოცნების" გაჭრილი კოზირია - მანჯგალაძე

ბიძინა ივანიშვილი "ოცნების" გაჭრილი კოზირია - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა და თქვა, რომ "ოცნებამ" რამდენი ყრილობაც არ უნდა ჩაატაროს და რამდენჯერაც არ უნდა დააბრუნოს ბიძინა ივანიშვილი უკან, ხალხს უკვე ევროპული არჩევანი გაკეთებული აქვს.

"ქართულმა ოცნებამ" რამდენი ყრილობაც არ უნდა ჩაატაროს და რამდენჯერაც არ უნდა დააბრუნოს ბიძინა ივანიშვილი უკან, ხალხს უკვე არჩევანი გაკეთებული აქვს. ბიძინა ივანიშვილი არის "ქართული ოცნების" გაჭრილი კოზირი. ამას არავინ არ ჭამს. დასრულეულია "ქართული ოცნება". ხალხმა ირწმუნა იმის, რომ ევროპა აქვეა და მათ ამ გზაზე ვერავინ ვერ შეაჩერებს. ვერც პოლიტსაბჭოს შიგნით ძალების გადანაწილება-გადმონაწილება და გაჭრილი კოზირის, ბიძინა ივანიშვილის კვლავ უკან დაბრუნება", - ამბობს პაატა მანჯგალაძე. 

დაბრუნდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად? ეს არის ახლა მთავარი კითხვა, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ მოულოდნელად დანიშნულმა ყრილობამ გააჩინა. დიდი ღონისძიება 30 დეკემბერს ჩაატარდება. მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ პარტიული ყრილობა ეწყობა იმიტომ, რომ პარტიული რიგებიდან ოფიციალურად გარიცხონ კახა კუჭავა და ეკა ტიკარაძე, მაგრამ სულ სხვა მოლოდინებია პოლიტიკურ კულუარებში.