ნავალნის თანამებრძოლს ექსტრადირება ემუქრება - პროცესი დღეს გაიმართება

22.06.21 11:35
ნავალნის თანამებრძოლს ექსტრადირება ემუქრება - პროცესი დღეს გაიმართება

ნავალნის მხარდამჭერი რუსი ბიზნესმენისთვის, სერგეი ბოკარევისთვის, თავშესაფრის მიცემის საკითხს სააპელაციო სასამართლო დღეს განიხილავს. 

სერგეი ბოკარევს პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი პირველი ინსტანციის სასამართლომ უთხრა. ადვოკატი იმედოვნებს, რომ სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და რუსი ოპოზიციონერი პუტინის ციხეში არ მოხვდება. 

არც ერთ ჩვენგანს არ გვინდა, რომ პუტინის დევნილი პირი ისევ პუტინის კლანჭებში მოხვდეს, მაგრამ მეორე მხარეც აქვს ამ საქმეს, ესაა ჩვენი სახლმწიფოს პრესტიჟი და ავტორიტეტი", - ამბობს ბოკარევის ადვოკატი. 

 ბოკარევი საკუთარ ქვეყანაში დევნის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც მან პოლიტიკური შეხედულებები საჯაროდ დააფიქსირა. ბოკარევმა ვლადიმერ პუტინი 2016 წელს გააკრიტიკა და ოპოზიციონერი ლიდერის, სერგეი ნავალნის, დაფინანსება დაიწყო.